Wednesday, October 31, 2018

მკითხველთა კლუბი ,,სხივი". 26.10.2018




                   

        ახალსოფლის საჯარო სკოლაში  იქმნება მკითხველთა - შემოქმედებითი  კლუბი ,,სხივი“,  რომელიც მუშაობას დაიწყებს  5 ნოემბრიდან. 
       მსურველებს შეუძლიათ განცხადებით მიმართონ მე-3 ა კლასის დამრიგებელს მაია ფევაძეს.

                                                   კლუბის ხელმძღვანელი :   მ.ფევაძე
                                                                                                    25.10.2018 წ




                                                       განაცხადის ფორმა

სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ 
ახალსოფლის საჯარო სკოლის მკითხველთა კლუბი
                                                                       " "- ხელმძღვანელს: მაია ფევაძეს 
ამავე სკოლის --------კლასის მოსწავლის
------------------------------------------------

                                                                      განცხადება


სურვილი მაქვს გავხდე მკითხველთა კლუბ "სხივის" წევრი






განმცხ: ------------------------


თარიღი ------------------------ 






კლუბის ლოგო

 კლუბის  დევიზიწიგნია ჩვენი მოძღვარი ბრძენი,

                                   ძალუძს  გვიჩვენოს სამყარო  ვრცელი.“






























კლუბის მიზანი   წიგნის კითხვის ტექნიკის დაუფლება;
                                  გაწაფული კითხვის უნარის განვითარება;
                                  წაკითხულის გაგება-გააზრება, მსჯელობა და დისკუსია;
                                  მოტივაციის ამაღლება წიგნის მიმართ;
                                  კრიტიკული, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების განვითარება;
                                  ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათება და ინსცენირება;
                                  კრეატიული აზროვნების განვითარება.







 სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის კითხვის მოყვარულთა კლუბი              
    ''სხივი''.

კლუბის წესდება

1.                 კლუბს აქვს საგანმანათლებლო ხასიათი;

2.               კლუბს აქვს საკუთარი ლოგო და სლოგანი;

3.               კლუბში გაწევრიანების უფლება აქვს სსიპ  ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლეებსაგრეთვე მასწავლებლებს და  მშობლებს;

4.               კლუბის ყველა წევრი უნდა ესწრებოდეს შეკრებებს;

5.                კლუბის წევრს აქვს  უფლება გარკვეული გარემოებების გამო გააცდინოს კლუბის შეკრაბამაგრამ არა სისტემატიურად.

6.               კლუბის ლიდერისპრეზიდენტის არჩევნები ტარდება ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში;

7.                კლუბის ყველა წევრს აქვს უფლება დამოუკიდებლად  მიიღოს მონაწილეობა სხვადასხვა აქტივობებში;

8.               კლუბის ყოველი წევრი ვალდებულია დაიცვას კლუბის წესდება;

9.               კლუბის წევრობის უფლება წევრს ჩამოერთმევა იმ შემთხვევაშითუ:                     

 არ დაიცავს  წესდებას                                                                                             

 არ შეასრულებსან თავს აარიდებს დაკისრებულ ვალდებულებებს

 არ მიიღებს მონაწილეობას პროექტის შექმნასა და ორგანიზებაში     


კლუბის მუშაობის  განრიგი   ,, სხივი“
2018-2019 სასწავლო  წლები
N
თარიღი
თემის დასახელება

შენიშვნა

1
5.11.2018
კლუბის მუშაობის გაცნობა , მათი  ინტერესის გათვალისწინება. ნახატების გამოფენა და ჩანახატების წერა  და  გაცნობა

2
22.11.2018
დაფაზე ვწერ მათ მიერ დასახელებულ სიტყვებს და დაწერეთ ამ სიტყვების გამოყენებით  ჩანახატები.

3
6.12.2018
ხუთი პატარა მოთხრობის წაკითხვა ჯგუფებში, მოთხრობების პრეზენტაცია, გმირის რუკის შექმნა, ნახატის შესრულება.

4
20.12.2018
მსოფლიოს საახალწლო ტრადიციები
ინტერნეტის საშუალებით მსოფლიოს სხვადსხვა ქვეყნების საახალწლო ტრადიციების შესახებ ინფორმაციის მოძიება და გაცნობა
5
17.01.2019
უცხო ტექსტის წაკითხვა და გააზრება. წერილობით დავალების შესრულება.

6
24.01.2019
ბუნებრივი მოვლენები საბავშვო მოთხრობებში. ლექსების მოთხრობების წაკითხვა სადაც აღწერილია ბუნებრივი მოვლენები.

7
7.02.2019
წელიწადის დროები. წაიკითხონ ლექსები საგაც აღწერილია წელიწადის დროები, შეასრულონ ნახატები და მოაწყონ გამოფენა
მოვუსმინოთ ერთმანეთს და ვისაუბროთ ინტონაციით.
8
21.02.2019
გულითადი მეგობრობა. დისკუსია, ჩანახატის წერა და მეგობრობის მაგალითის ილუსტრირება.

9
1.03.2019
რამდენად მდიდარია ჩვენი ლექსიკური მარაგი. არსებით სახელებზე ზედსართავი სახელების ზმნების მიწერა, სინონიმებისა და ანტონიმების წერა.

10
21.03.2019
ჩვენი სამშობლო, საქართველოს სახელოვანი მეფეები. მოკლე ცნობები მეფეების შესახებ.

11
4.04.2019
დედაენის დღესთან დაკავშირებით ვატარებთ კალიგრაფიის კონკურს და ლექსის მხატვრულად კითხვა.
საუკეთესო ნამუშევრები გამოიფინება კათედრის განკუთვნილ გვერდზე.
12
25.04.2019
რას ვხედავ ნახატის მიღმა. ყურადღების გამახვილება გაზაფხულზე .

13
2.05.2019
რას მიამბობს  მშობლიური  ზეცა...


14
16.05.2019
ექსკურსიის მოწყობა ბოტანიკურ ბაღში.    ადამიანი და ბუნება. მშობლებთან ერთად .

15
6.06.2019
შემაჯამებელი მუშაობა. რა შედეგზე  გავედით, ვისმენთ მოსწავლეების აზრს კლუბის მუშაობის შესახებ. კლუბის მუშაობის შეფასების რუბრიკის შევსება, მოსწავლეთა მიერ კლუბში მუშაობის თვითშეფასების რუბრიკის შევსება








2018 წლის 5 ნოემბერს ჩატარდა კლუბი "სხივის" პირველი სამუშაო შეხვედრა.
მოსწავლეებს გავაცანი კლუბის ლოგო, დევიზი, მიზანი და წესდება.
ჯგუფებში მოსწავლეებმა დახატეს ლოგო, და ჩანახატი "სხივი".
გააკეთეს ჩანახატების და ნამუშევრების პრეზენტაცია.

პირველმა სამუშაო დღემ ჩაიარა ნაყოფიერად. ჩართული იყო ყველა მოსწავლე, გამოუმუშავდათ წარმოსახვისა და თავისუფალი აზროვნების უნარი. მოსწავლეები საკლუბო მუშაობაში ჩართულები იყვნენ ხალისიანად.












 2018 წლის 22 ნოემბერს ჩატარდა კლუბი "სხივის" მეორე სამუშაო შეხვედრა.
დაფაზე დაწერილი სიტყვების გამოყენებით მოსწავლეებს უნდა დაეწერათ თხზულება, დაესათაურებინათ და შეექმნათ შესაბამისი ნახატი.
მოსწავლეები აქტიურად შეუდგნენ სამუშაო შესრულებას, შექმნეს ნახატები, გააკეთეს ნაშრომების პრეზენტაცია, დავალებები შესრულებული იყო ინდივიდუალურად, გააკეთეს შეფასება და თვითშეფასება.
წრის მეორე სამუშაო შეხვედრა იყო მეტად აქტიური და საინტერესო. მოსწავლეებს განუვითარდათ თავისუფალი აზროვნებისა და შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.





















































                                   
                                     

რეფლექსია

        მოსწავლეთა და მშობელთა შეფასებებმა  აჩვენა,  რომ  კითხვის კლუბის „ს ხ ი ვ ი“ მუშაობა იყო  მეტად  ნაყოფიერი.
      24  მშობლიდან  21-მა  კლუბის მუშაობა  შეაფასა  კარგად,  3-- დამაკმაყოფილებლად.
     24 მოსწავლიდან  24-მა  კლუბის  მუშაობა შეაფასა კარგად.
         კლუბის მუშაობის  რეფლექსია.
მე-3-ა კლასში ჩამოყალიბდა კითხვის  კლუბი „სხივი“, შევადგინე  კლუბის სამუშაო გეგმა  და გრაფიკი. კლუბში გაწევრიანდა კლასის ყველა მოსწავლე.
          მშობლები და მოსწავლეები დროულად  იყვნენ ინფორმირებული  კლუბის მუშაობის შესახებ,  კლუბი შეუდგა მუშაობას გაწერილი გეგმის მის მიხედვით. მოსწავლეებმა გაიგეს  და ისწავლეს  ბევრი  ახალი  ტერმინი, გაიმდიდრეს  ლექსიკური  მარაგი, ჩამოუყალიბდათ საკუთარი აზრის არგუმენტებით დასაბუთების  უნარი,  საქართველოს შესახებ ისტორიული თემების განხილვით  ჩამოუყალიბდათ პატრიოტიზმის გრძნობა, საკუთარი ნაწერების და ნახატების პრეზენტაციით დაძლიეს კომპლექსი, შიში და დარწმუნდნენ, რომ  ნებისმიერის აზრი პატივსაცემი და მისაღებია, საქართველოს ტრადიციების გაცნობის შემდეგ გაუჩნდათ პატივისცემა ხვა ქვეყნების ტრადიციების მიმართ, განუვითარდათ  კრეატიულობისა და ინოვაციის უნარი.  სავარჯიშოები  იყო  მარტივი  და  საინტერესო, აქტიურად იყვნენ  ჩართულები  ჯგუფურ  მუშაობაში, რამაც  გამოუმუშავათ  ერთმანეთის  მოსმენის  და  სხვისი აზრის  გათვალისწინების უნარი, მუშაიბის დროს გამოყენებული  რესურსი  იყო უსაფრთხო  და  სახალისო.   შემაჯამებელი მუშაობის დროს კლუბის წევრებმა აღნიშნეს  რომ  კლუბში  მიღებული  ცოდნა  გამოადგებათ  ცხოვრებაში.  გამოთქვეს  სურვილი მომავალშიც ჩაერთონ საკლუბო აქტივობებში.
       მომავალი  მუშაობის დროს  შევეცდები, რესურსი იყოს უფრო მრავალფეროვანი და სახალისო, რათა კლუბის  ყველა წევრი აქტიურად იყოს ჩარტული  საკლუბო აქტივობებში.
                                             კლუბის  ხელმძღვანელი:      მაია  ფევაძე.


                                                                   07.  06.  2019წ.



No comments:

Post a Comment