რეფლექსია
20.10. 2017,
27. 10. 2017წ, 03. 11. 2017 წ, 17. 11. 2017წ, 24. 11. 2017წ, 08. 12 2017წ,
ჩავატარე ბიზნეს უნარ- ჩვევების 6 მეცადინეობა,შედგენილი
გეგმის მიხედვით გავაცანი 5 სხვადასხვა თემა, მეექვსე შეხვედრა იყო შემაჯამებელი, იმუშავეს
მასწავლებლის მიერ შედგენილ ტესტზე, შეავსეს მოსწავლის და მშობლის შეფასების რუბრიკები.
მოსწავლეებს გადავეცით სერთიფიკატები.
მეცადინეობის
მიზნები იყო მოსწავლეს დაენახა მსგავსება და
განსხვავება ოჯახებს შორის, გაეცნიბიერებინა ოჯახი როგორც უბნის შემადგენელი ნაწილი,
შეძლონ განსხვავება ,, საჭიროებება და სურვილები“. განესაზღვრა ვინ რა საქმეს აკეთებს
,დაესახა გზები ოჯახის წევრების დასახმარებლად,შეძლოს ფულის სწორი გამოყენება.
წრის სამუშაო
აქტივობები სახალისო და მრავალფეროვანი იყო,
მოსწავლეთა ასაკი და შესაძლებლობები
გათვალისწინებული იყო. წრის მუსაობის დროს განუვითარდათ ყურადღებით მოსმენის
უნარები, სასწავლო მასალის ინტენსიურად გამოყენების უნარი, აკეთებდნენ პრეზენტაციებს,
გაიგეს ცნებები: ოჯახი, უბანი, სურვილები, საჭიროებები, ფული, სამუშაო, მეწარმე, ბიზნესი და სხვა ,რომელთა ცოდნაც გამოადგებათ ყოფაცხოვრებაში.
შემჯამებელ
საწრეო მუშაობაზე მშობლებმა და მოსწავლეებმა ისაუბრეს წრის მუშაობის შესახებ,ისინი
კმაყოფილი იყვნენ განხორციელებული საქმიანობით.მათ
შეავსეს შეფასების რუბრიკა.
ზოგიერთ
მოსწავლეს გაუჭირდა დამოუკიდებლად ყველა აქტივობის შესრულება.
კლასის ხელმძღვანელი:
მაია ფევაძე.
No comments:
Post a Comment