Monday, June 17, 2019

კონკურსები, ოლიმპიადები, ტურები


      სხვადასხვა ტურებისთვის , ოლიმპიადებისათვის, შეჯიბრებებისათვის (მათ შორის სპორტული და სახელოვნებო) მოსწავლის ან მოსწავლეების მომზადება
                                                 გაკვეთილების პროგრამა  
          საგანი: მათემატიკა, ქართული ენა და ლიტერატურა
           კლასი: 3-ა
           მოსწავლეები: ფუტკარაძე ხატია, ფუტკარაძე დავით, ანასტასია ძნელაძე, ანასტასია                                      პატარიძე, დაჩი პატარიძე, მარიამ ჭულუხაძე, სანდრო დუმბაძე,                                              ელენე თედორაძე, ნინი თედორაძე, მარიამ შავაძე, ელენე სურმანიძე,                                     გიორგი გოჩიტიძე.
          საქმიანობის სტილი - ჯგუფური და ინდივიდუალური
          მეცადინეობის ხანრძლიობა– ერთი აკადემიური საათი.

             ძირითადი მიზნები: მოსწავლემ შეძლოს სხვადასხვა ტურებისა და                                                                             ოლიმპიადების  როლისა და მნიშვნელობის განსაზღვრა  და                                                      მომზადება,  შემოქმედებითი უნარების გაღრმავება                                                                      გაუმჯობესება. დაეუფლონ დამოუკიდებელ აზროვნებას,                                                           დაიცვან დროის ლიმიტი, შეძლონ დროის მართვა,                                                                     დაბრკოლებების გადალახვა და საკუთარი თავის ორგანიზება                                                    და მობილიზება. გაიწაფონ ლოგიკურ აზროვნებაში,                                                                     ჩამოუყალიბდეთ მიზანსწრაფვის უნარ-ჩვევები.



                                           პირველი გაკვეთილი       20 თებერვალი

                       მისაღწევი მიზნები: წაკითხული ტექსტის გაგება- გააზრება.
                 მისაღწევი შედეგები: ესმის თემის მნიშვნელობა და აქტუალობა. გაუღრმავდეს და გამოუმუშავდეს პრეზენტაციის, საკუთარი აზრის დასაბუთება არგუმენტებით, უცხო სიტყვების განმარტება, სინონიმების, ომონიმების, ანტონიმების მიწერა, სიტვების გამოყენებით   ახალი წინადადებების შედგენა.


                                  II გაკვეთილი      27 თებერვალი

              მისაღწევი მიზნები: მეტყველების განვითარება
                   მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებმა შეძლეს უცხო ტექსტიდან უცხო სიტყვების გაგება-გააზრება, წინადადებების შედგენა, შეუძლიათ მსჯელობა, მართავენ დისკუსიებს წაკითხული ტექსტის ირგვლივ. ეძიებენ ინტერნეტში ინფორმაციებს მსგავს თემებზე. მოსწავლეებს შეუძლიათ მსგავსი და საპირისპირო სიტყვების მცირე დროში ამოწერა.
რესურსი: ინტერნეტი, მხატვრული ლიტერატურა.

                                 III გაკვეთილი            20 მარტი

         მისაღწევი მიზნები:ტექსტის გამომეტყველებით და ინტონაციით კითხვის უნარ-ჩვევების განვითარება ხმის ტემბრის კონტროლი,კითხვის სტრატეგიების გამოყენება. კითხვების დასმა წაკითხულის ირგვლივ, ტექსტში გამოყოფს მნიშვნელოვანს.
    მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია ტექსტის დალაგება შინაარსობრივად, გაგებულად და გააზრებულად, მიწოდებულ ტექსტში სვამს სათანადო ადგილას პუნქტუაციურ ნიშნებს და კითხულობს შინაარსიანად და გამომეტყველებით.

                 
                                IV გაკვეთილი    27 მარტი

 მათემატიკა ლოგიკური ამოცანები

           მისაღწევი მიზნები:ამოცანების ლოგიკური ახსნა. სხვადასხვა ხერხების ძიება, გაგება-გააზრება.
          მისაღწევი შედეგები: მოსწავლეს შეუძლია ამოცანის ტექსტის შინაარსის გაგება და ლოგიკური მსჯელობა, იცავს თანმიმდევრობას და აკონტროლებს დროის ლიმიტს
              რესურსი: მათემატიკურ ამოცანათა კრებული.



                              V გაკვეთილი:              24 აპრილი

            მისაღწევი მიზნები: დახარისხების, აღქმის, წარმოსახვის უნარ-ჩვევების განვითარება.
           მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს შეუძლიათ სივრცული და ბრტყელი ფიგურების დახარისხება, პერიმეტრისა და ფართობის გამოთვლა. შესაბამისი ამოცანების ამოხსნა გაგება-გააზრება.


                            
                             VI გაკვეთილი:             15 მაისი

ვერბალური, ზოგადი უნარ-ჩვევები

            მისაღწევი მიზნები: კანონზომიერებების დადგენა, განსაზღვრა. კოგნიტური სქემების გამოყენება.








         
 მისაღწევი შედეგები: მოსწავლეებს შეუძლიათ,  სხვადასხვა თემებზე მსჯელობა, ლოგიკური დასკვნების გამოტანა, კანონზომიერების დადგენა.                                                   

                       

                                                   
რეფლექსია

  2018-2019    სასწავლო წლის ნოემბრიდან  მაისის ჩათვლით  ვატარებდი დამატებით მეცადინეობებს, რათა მომემზადებინა მოსწავლეები სხვადასხვა ტურების, კონკურსებისა და ოლიმპიადებისათვის. მქონდა გაწერილი პროგრამა. მოსწავლეებს ვამუშავებდი თემებზე: წაკითხულის გააზრება, მეტყველების განვითარება, პუნქტუაციური ნიშნები, ლოგიკური ამოცანები, გეომეტრიული ფიგურები, კლიგრაფიაში, ვერბალური და ზოგადი უნარები.
    სხავადასხვა ტურებისა და ოლიმპიადების  მიზანია ნიჭიერი, შემოქმედებითი მოსწავლეების გამოვლენა , მათში ინტერესების გაზრდა, მოტივაციის და თვითშეფასების ამაღლება.  მე-3 ა  კლასის მოსწავლეებმა  მონაწილეობა მიიღეს შ.პ.ს „მწიგნობარი“-ს მიერ ორგანიზებულ ოლიმპიადებში, სადაც მოსწავლეებმა დაიმსახურეს სხვადასხვა მიღწევები, მიიღეს უმაღლესი, პირველი და მეორე  ხარისხის დიპლომები.
   მომავალში შევეცდები  უფრო აქტიურად ვიმუშაო მოსწავლეებთან, დავგეგმო მრავალფეროვანი აქტივობები  და საკუთარ ცოდნაში დარწმუნებულები აქტიურად ჩაერთონ კონკურსებსა და ოლიმპიადებში.



No comments:

Post a Comment