სსიპ ხელვაჩაურის
მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალსოფლის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების
პედაგოგის მაია ფევაძის
პედაგოგიური პრაქტიკის
კვლევის ანგარიში
საშინაო დავალების ხარისხიანად შესრულების პრობლემა
დაწყებით კლასებში
მრავალი
წელია კამათობენ საშინაო დავალების მნიშვნელობასა და საჭიროებაზე დაწყებითი კლასის
მოსწავლეებში. არის მოსაზრებები, რომ საშინაო დავალებას უფრო მეტი ნეგატიური მხარე
აქვს ვიდრე პოზიტიური. ზოგს მიაჩნია, რომ საშინაო დავალება პატარებში იწვევს დამატებით
დისკომფორტსა და სტრესს, თუმცა ნაწილი თვლის საშინაო დავალება, როგორც დამოუკიდებლად
ფიქრის საშუალებაა.
- 2018 -2019 სასწავლო წელი -
სარჩევი
შესავალი -----------------------------------------------------------------------------------
3
თავი I
----------------------------------------------------------------------------------------
5
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება, გამოკითხულ რესპოდენტთა რაოდენობა
თავი
II
---------------------------------------------------------------------------------------
6
ლიტერატურის
მიმოხილვა
თავი
III
---------------------------------------------------------------------------------------10
საკვლევი
კითხვების ფორმულირება, კვლევის მიზნები და ამოცანები, სამიზნე ჯგუფი, კვლევის გეგმა
თავი
IV
---------------------------------------------------------------------------------------
13
დიაგრამებითა და გრაფიკებით მიღებული შედეგები
თავი
V ----------------------------------------------------------------------------------------
19
კვლევის
მეთოდების განხილვა, ინტერვენციის დაგეგმვა, შედეგი და მათი ანალიზი
თავი
VI
----------------------------------------------------------------------------------------
24
პრაქტიკული
კვლევის მნიშვნელობა და სკოლაში მისი მიზნობრივად გამოყენება
თავი
VII
---------------------------------------------------------------------------------------
26
პროექტის
ვადები, მიგნებები, რეკომენდაციები, ხარვეზები, დასკვნა, ბიბლიოგრაფია
შესავალი
ნაშრომში
განხილულია სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-3
ა და მე-3 ბ კლასებში საშინაო დავალების შესრულების პროცესში ნაკლები ჩართულობა. კვლევაში
გამოყენებულია ინფორმაციები კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით (წყარო - სამეცნიერო
ლიტერატურაში არსებული ინფორმაციები). კვლევაში საუბარია პრობლემის გამომწვევ მიზეზებზე,
პრევენციულ ზომებსა და გადაჭრის გზებზე.
სწავლა-სწავლების
პროცესში ერთ-ერთი
მნიშვნელოვანი აქტივობაა საშინაო დავალება, რომლის მიზანია ნასწავლი მასალის გამტკიცება,
მოსწავლის შემოქმედებითი უნარის გამოვლენა, ახალი ცოდნის მისაღებად მომზადება.
წლებია
ვაკვირდები პრაქტიკიდან გამომდინარე საშინაო დავალებას მოსწავლეთა 60-65% ასრულებს,
მაგრამ გვაქვს შესრულებული დავალების ხარისხობრივად დაბალი მაჩვენებელი.
კვლევის
პროცესმა მიკარნახა შედეგის მისაღწევად გამომეყენებინა სხვადასხვა ინტერვენციები.
ნაშრომი
შედგება შვიდი თავისგან:
თავი I
საკვლევი
საკითხის მიმოხილვა, პრობლემის აქტუალობის დასაბუთება, გამოკითხულ რესპოდენტთა რაოდენობა
თავი
II
ლიტერატურის
მიმოხილვა
თავი
III
საკვლევი
კითხვების ფორმულირება, კვლევის მიზნები და ამოცანები,სამიზნე ჯგუფი კვლევის გეგმა
თავი
IV
ცხრილებითა,
დიაგრამებითა და გრაფიკებით მიღებული შედეგები
თავი
V
კვლევის
მეთოდების განხილვა, ინტერვენციის დაგეგმვა, შედეგი და მათი ანალიზი
თავი
VI
პრაქტიკული
კვლევის მნიშვნელობა და სკოლაში მისი მიზნობრივად გამოყენება
თავი
VII
პროექტის
ვადები, მიგნებები, რეკომენდაციები, რჩევები, ხარვეზები, დასკვნა, ბიბლიოგრაფია
თავი I
საკვლევი საკითხის მიმოხილვა
კვლევის მიზანი
საშინაო
დავალების ხალისით შესრულება და ხარისხის გაუმჯობესება - პრობლემა, რომელიც არის კვლევის
მიზანი. პრევენციის გზების ძიება, რათა დავეხმაროთ მოსწავლეს რომ მისთვის საშინაო დავალება
არ იყოს რუტინა, რომლის შესრულებაც ეზარება და ცდილობს თავის არიდებას.
პრობლემის აქტუალობა
დაწყებით
კლასებში მოსწავლეები საშინაო დავალების დამოუკიდებლად შესრულებას გულგრილად ეკიდებიან.
ამ პრობლემის შესახებ საუბარი ხშირად გვქონია პედაგოგებს კათედრის რიგგარეშე შეხვედრებზე.
ნებისმიერი საგნობრივი კომპეტენცია გულისხმობს, მოსწავლე დამოუკიდებლად ახერხებდეს
თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას, ამიტომ
მასწავლებელმა მოსწავლეს უნდა ასწავლოს არამარტო მასალა, არამედ ის თუ როგორ ისწავლოს.
საშინაო დავალების შესრულების დაბალი ხარისხი კი განაპირობებს ამ მიზნის მიუღწევადობას.
სწავლა
ცხოვრების პროცესის მუდმივი თანმდევი პროცესია, ამიტომ ვთვლი, რომ მასწავლებელი თავად
უნდა ჩაწვდეს პრობლემის არსს რათა მოსწავლეს განუვითაროს საშინაო დავალების ხარისხიანად
შესრულების უნარ-ჩვევა, დაეხმაროს მას სწავლის სწავლაში.
კვლევაში მონაწილე რესპოდენტთა რაოდენობა/სამიზნე
ჯგუფი:
1. სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-3 ა, მე-3 ბ კლასის 46 მოსწავლე.
2 სსიპ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ
ახალსოფლის საჯარო სკოლის მე-3 ა, მე-3 ბ კლასის მოსწავლეთა 37 მშობელი
3. სსიპ
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების
12 პედაგოგი
სულ –
95 რესპოდენტი
II თავი
ლიტერატურის მიმოხილვა
პირველად გავიხსენე
განვითარებისა და
სწავლების თეორიები:
პიაჟეს აზრით,
მასწავლებელმა უნდა გაითვალისწინოს
მოსწავლის განვითარების საფეხური
და საშინაო
დავალება იმის
მიხედვით მისცეს,
ხოლო ვიგოცკის
მიაჩნია, რომ თუ მასწავლებელი არ გაითვალისწინებს
,,განვითარების უახლოეს
ზონას“ საშინაო
დავალება არაეფექტური
იქნება. საშინაო დავალება
მოსწავლესა
და მასწავლებელს
საშუალებას აძლევს, უფრო
ახლოს იყვნენ
ერთმანეთთან, მშობელს კი
ეძლევა საშუალება
მეტად ჩაერთოს
შვილის
განვითარებაში. მოსწავლე
ამ დროს
გამოცდილებას ღებულობს
და წარმატებული
ხდება, მეტად
პასუხისმგებლიანია და
დამოუკიდებლობის საუკეთესო
საშუალებაა. მაგრამ
ამ ყველაფრის
მიღწევა შეიძლება სწორად
შერჩეული
და მოსწავლის
ინტერესებზე მორგებული
საშინაო დავალებით.
„ჩვენ ვერ შევძელით დადასტურება იმისა, რომ საშინაო
დავალება ბავშვებს სკოლაში უკეთ სწავლაში ეხმარება“,-ამბობს დიუკის უნივერსიტეტის პროფესორი
ჰარის კუპერი. ამ განცხადებამ ერთნაირად გააოცა, როგორც საშინაო დავალებების მომხრე
პედაგოგები ასევე მათი მოწინააღმდეგეები,
ეს აზრი იმდენად მოულოდნელად გაჟღერდა, რომ მასწავლებელს
გაუჩნდა კითხვა: - აბა როგორ ვასწავლოთ საერთოდ, თუ კლასში ნამუშევარი მასალა არ განამტკიცა,
ან არ იმუშავა ცოდნის გაღრმავებაზე? შემოქმედებითი ან ახლის ძიების უნარი, როგორ გამოამჟღავნოს მოკლედ, მასწავლებელმა
თავი წარმოიდგინა მანქანად, რომელმაც ცოდნა უბრალოდ უნდა გადასცეს. მაგრამ ამას კომპიუტერიც
შესანიშნავად გააკეთებდა, თანაც არც ემოციური მდგომარეობა შეერყეოდა და რაც ერთიდაიმავეს
გამეორება არ გააღიზიანებდა. ამ იდეის მკვლევარებმა, შედეგად დადეს ის, რომ ჰონგ-კონგში,
ტაივანსა და იაპონიაში, სადაც მათემატიკის სწავლის კუთხით მსოფლიოში ყველაზე მაღალი
მაჩვენებელია, საშინაო დავალებას ძალიან ცოტას აძლევენ, ასევეა ნიდერლანდებში, მაგრამ
ამას ხელი არ შეუშლია ჰოლანდიელი მოსწავლეებისთვის მათემატიკის ცოდნით მსოფლიო ტოპ -ათეულში შესულიყვნენ.
განვითარებული ქვეყნების უმრავლესობაში სკოლის მოსწავლეებს
საშინაო დავალებებს არ აძლევენ, რადგან მიიჩნევენ, რომ ეს არაეფექტურია (4 https://sputnik-
georgia.com/tips/20170809/236891249/ramdenad-efeqturia-saSina-davaleba.html).
ჩინელი მეცნიერები მიიჩნევენ, რომ საშინაო დავალებაზე
დახარჯული 2 საათი დღეში აუცილებლად იწვევს ძილის დარღვევასა და სტრესს. მთელ მსოფლიოში
დაწყებითი საფეხურის თითქმის 10 %-მა დაადასტურა, რომ საშინაო დავალებას ყოველდღე რამდენიმე
საათს ანდომებს.
ჩემი აზრით საგანმანათლებლო სისტემის მნიშვნელოვანი
პრობლემაა სასკოლო პროგრამის და შესასწავლი თემების დიდი მოცულობა. მასწავლებელი ფიზიკურად
ვერ ასწრებს გაკვეთილზევე ამოწუროს მასალის ძირითადი ნაწილი, ამიტომაც ცდილოს რაც ვერ
მოასწრო მისცეს საშინაო დავალებად.
მოსწავლეთა
პრაქტიკული მეცადინეობა უპირველესად საშინაო დავალების შესრულებაზეა აგებული. იგი აფართოებს
სწავლის შესაძლებლობებს და აიძულებს მოსწავლეს, შინაც არ შეწყვიტოს სწავლის პროცესი,
ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან გაკვეთილზე რაც უნდა კარგად ჩატარდეს იგი, ხდება
მასალის ხანმოკლე დამახსოვრება. ხანგრძლივ მეხსიერებაში ცოდნის გადატანას განმეორება
ანუ გარკვეული სახის სამუშაო სჭირდება, ამ როლს კი მეტწილად საშინაო დავალება ასრულებს.
ვინაიდან გაკვეთილზე ათვისებული მასალა 10-12 საათის განმავლობაში ინტენსიურად „გვავიწყდება“,
სასურველია საშინაო დავალება იმ დღესვე შესრულდეს-მასალის
გაგებიდან პირველი საათის განმავლობაში გვახსოვს მხოლოდ 40%, 2-2,5 სთ -ის შემდეგ
-28%, ასე, რომ საშინაო დავალება საშუალებას გვაძლევს, ცოდნა ოპერატიული მეხსიერებიდან
ხანგრძლივ მეხსიერებაში გადავიტანოთ. ამ დროს მოსწავლის ცოდნა და უნარი თანაბრდება
(ეს განსაკუთრებით მაშინ შეიმჩნევა, როცა მასალის ათვისებაში დიდი ჩავარდნაა, მაგ:
გაცდენის გამო) (6. http://mastsavlebeli.ge/?p=2409).
კვლევამ მიმანიშნა, რომ ახალი უნარის უკეთ გამოსამუშავებლად
საჭიროა სწორად განაწილდეს მოსწავლეთა დრო. ამ შემთხვევაში სავარჯიშოების - დავალებების
მეშვეობით საჭიროა გაკვეთილზე მიღებული ცოდნის განმტკიცება, როგორც კლასში, ასევე სახლში.
ამიტომ ვაძლევთ მოსწავლეებს საშინაო დავალებას, რომლის საჭიროებაც გაკვეთილზე იკვეთება.
მიმაჩნია, რომ პრაქტიკული სამუშაოს შესრულების დროს მოსწავლეები ახალ მასალას უკეთ
იაზრებენ.
შეფასება არ უნდა იყოს ზოგადი, მაგ. ყოჩაღ, კარგი გოგონა ხარ და ა.შ. არამედ შენ ეს დავალება შენ იმ ხერხით დამიწერე, რომელსაც მე გთხოვდით. ეს პერსონაჟი ზუსტად დააკავშირე მის პროტოტიპთან. შეიძლება ასევე რეიტინგული ცხრილის გაკვრა თვალსაჩინო ადგილზე. ეს გრძელვადიანი სამუშაოა. შედეგს მართალია მაშინვე ვერ დაინახავთ მაგრამ არც უშედეგოდ ჩაივლის. ყველა ბავშვს შესაძლებლობები განვითარებისა და შესასრულებელი სამუშაოს ტემპი სხვადასხვა აქვს, ამიტომ უნდა გავითვალისწინოთ მათი ძლიერი და სუსტი მხარეები. სწორად შერჩეული დავალება კი ხელს შეუწყობს ბავშვის მრავალმხრივ განვითარებას. ნაკლები იქნება იძულება, ხალისი კი მეტი. მათ უნდა დარჩეთ თავისუფალი დრო თამაშისთვის მშობლებთან და თანატოლებთან ურთიერთობისთვის ( 5. http://maswavlebeli.ge/?p=1779)
ბევრ ქვეყანაში დაწყებით კლასებში საშინაოო დავალებას
არ აძლევენ, კვლევა გვიჩვენებს, რომ უმცროს კლასელი მოსწავლეები დავალებისგან ვერ იღებენ
სარგებელს (კუპერი, 2001წ.), ამ გავრცელებული მიდგომისგან განსხვავებით გერმანიაში
პირველივე დღიდან აქვთ ბავშვებს საშინაო დავალება შესასრულებელი. თუმცა აქვე ისიც უნდა
აღვნიშნოთ, რომ მიმდინა წელს რამდენიმე სკოლამ გერმანიაში საშინაო დავალება აკრძალა.
მსოფლიოს თითქმის ყველა
ქვეყნის სასწავლო სისტემაში საშინაო დავალება სწავლების ერთ–ერთი შემადგენელი
ნაწილია. ამ მხრივ არც საქართველოა გამონაკლისი. არაერთი კვლევა ჩატარებულა და
ლიტერატურა შექმნილა იმის შესახებ, თუ რა სარგებლობასთან/სირთულეებთან არის მოსწავლისათვის
საშინაო დავალების მიცემა დაკავშირებული და ზოგადად, რატომ უნდა მივცეთ
მოსწავლეებს საშინაო დავალება, განსაკუთრებით დაწყებითი კლასების მოსწავლეებს?
საშინაო დავალება
სწავლა–სწავლების ნაწილია, ეს იქნება წერილობითი შესასრულებელი თუ ზეპირად სასწავლი.
საშინაო დავალება
მოსწავლესა და მასწავლებელს საშუალებას აძლევს, უფრო ახლოს იყვნენ ერთმანეთთან.
იგი ასევე აახლოებს ოჯახის წევრებს ერთმანეთთან, მშობელს ეძლევა საშუალება უფრო
მეტად ჩართული იყოს ბავშვის განვითარებაში. საშინაო დავალების შესრულების დროს
მოსწავლეს ეძლევა საშუალება გამოცდილება მიიღოს და სკოლაში უფრო წარმატებული
გახდეს. საშინაო დავალების შესრულება ასევე საუკეთესო გზაა პასუხისმგებლობის
გრძნობის განვითარებისთვის, ხოლო მშობელს აძლევს საშუალებას აკონტროლოს შვილის
განათლება და საჭიროების შემთხვევაში დაეხმაროს მას. თუმცა ამ ყველაფრის დადებითი
მხარე სწორად შერჩეულ საშინაო დავალებაზეა დამოკიდებული.
არის თუ არა საშინაო
დავალება ეფექტიანი? ამ კითხვაზე ერთმნიშვნელოვნად დადებითი ან უარყოფითი პასუხი
არ არსებობს.
მკვლევრების აზრით, საშინაო
დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე. განსაკუთრებით დაწყებით
საფეხურზე ბავშვებს თავისუფალი დრო თითქმის არ აქვთ.
III თავი
კვლევისთვის საჭირო კითხვების ფორმულირება, კვლევის
მიზნები და ამოცანები, კვლევის გეგმა.
Ø
რატომ
არ სრულდება საშინაო დავალება?
Ø
რატომაა
საშინაო დავალების ხარისხის მაჩვენებელი დაბალი?
Ø
რატომ
არ შეუძლიათ დამოუკიდებლად დავალების შესრულება?
Ø
რა არის
ამის მიზეზი?
კვლევის ამოცანები:
Ø
აქვს
თუ არა გავლენა საშინაო დავალების შესრულებას/ხარიასხიან შესრულებას მოსწავლეთა წარმატებაზე;
Ø
არის
თუ არა საშინაო დავალება სწავლა-სწავლების ხარისხის გაუმჯობესების ერთ-ერთი მთავარი
ინდიკატორი.
სამიზნე ჯგუფი:
Ø
დაწყებითი კლასების მოსწავლეები;
Ø
დაწყებითი
კლასების მასწავლებლები;
Ø
დაწყებითი
კლასების მშობლები.
III ა კლასი
|
24
მოსწავლე
|
18
მშობელი
|
III ბ კლასი
|
22მოსწავლე
|
19
მშობელი
|
კვლევის ძირითადი ეტაპები:
Ø
კვლევის
მეთოდი ანკეტირება;
Ø
რეკომენდაციების
შემუშავება;
Ø
ინტერვენცია;
Ø
ანალიზი;
Ø
მიღებული
გამოცდილების გაზიარება.
ანკეტა
მოსწავლეებისათვის:
1.
უნდა ასრულებდე თუ არა საშინაო დავალებას?
ა) არ ვიცი; ბ) არ არის საჭირო; გ) აუცილებლად.
2.
რამდენ დროს
უთმობთ დავალების შესრულებას?
ა)
20-30 წთ; ბ) 45-60 წთ; გ) 60-90 წთ.
3.
რამდენად ხალისიანად ასრულებ საშინაო დავალებას?
ა) ხანდახან; ბ) იშვიათად; გ) მუდმივად.
4.
რამდენად რთულია მასწავლებლის მიერ მოცემული დავალებები?
ა) საშუალოდ; გ) არა; დ) ძალიან რთულია.
5.
რა ტიპის დავალება დაგაინტერესებდა?
ა) თავისუფალი
თემა; ბ) კითხვა-პასუხი; გ) ტესტური
6.
მჭირდება დახმარება საშინაო დავალების შესრულების დროს?
ა) მუდმივად; ბ) არა;
გ) გააჩნია დავალების სირთულეს.
ანკეტა
მასწავლებლებისთვის:
დაწყებითი კლასების მასწავლებლები
1.
როგორია საშინაო დავალების შესრულების ხარისხი თქვენს
კლასებში?
ა) დაბალი; ბ)
საშუალო; გ) მაღალი.
2.
ხარ თუ არა ინფორმირებული საშინაო დავალება დახმარების
გარეშე შესრულდა თუ არა?
ა) მიჭირს
დადგენა; ბ) დიახ; გ) არა.
3.
რა ტიპის დავალებები გამოასწორებს საშინაო დავალების
შესრულების ხარისხს?
ა) ინტერესებიდან
გამომდინარე;
ბ) შესაძლებლობების
მიხედვით;
გ) მრავალფეროვანი.
1.
უყვარს თქვენს შვილს საშინაო დავალების შესრულება?
ა) უყვარს,
ბ) გააჩნია საგანს; გ) არ უყვარს.
2.
ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს საშინაო დავალების შესრულებაში?
ა) ყოველთვის;
ბ) იშვიათად; გ) არა
3.
უმოწმებთ თქვენს შვილს შესრულებულ დავალებას?
ა) იშვიათად;
ბ) ყოველთვის; გ) არა
4.
როგორ ფიქრობთ რა მოცულობის უნდა იყოს საშინაო დავალება?
ა) საშუალო მოცულობის; ბ) მცირე;
5.
სავალდებულოა
თუ არა საშინაო დავალების შესრულება?
ა) სავალდებულოა; ბ) არ არის სავალდებულო;
თავი IV
მოსწავლის ანკეტირების შედეგები:
მშობლის ანკეტირების შედეგები:
V
თავი
კვლევის მეთოდების განხილვა, ინტერვენციის დაგეგმვა,
შედეგი და მათი ანალიზი
მოსწავლეთა, მათი მშობლებისა და მასწავლებლების ანკეტირების
შემდეგ გამოიკვეთა მნიშვნელოვანი პრობლემა,
საკითხი პირველი - მოსწავლეების 35% საჭიროდ არ მიიჩნევს საშინაო დავალების
შესრულებას, 44% თვლის რომ საშინაო დავალების შესრულება აუცილებელია. მიუხედავად ამისა 20 % რეალურად არ ასრულებს რეგულარულად
ხარისხიან დავალებას. ზეპირი განმარტებების
დროს გამოიკვეთა ორი მიზეზი, თუ რატომ არ შეასრულეს დავალება:
1. არ ვიცოდი რა უნდა გამეკეთებინა;
2. არ ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული.
რაც შეეხება პირველ მიზეზს მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლეს
ჰქონდა ყურადღების დეფიციტი, ვერ ჩაწვდა პირობის არსს, თანაც დავალება მაშინ ჩაანიშნინა
დავალება, როცა მოსწავლის აღქმისა და მოსმენის უნარი იყო პასიურ ფაზაში. ასევე შეიძლება
მიზეზი იყოს ისიც, რომ მოსწავლე ვერ ჩაწვდა მოცემულობის, ინსტრუქციის არსს.
მეორე მიზეზი - არ ვიყავი საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული
მიუთითებს იმაზე, რომ მოსწავლეს აქვს დაბალი თვითშეფასება, რაც ნაწილობრივ მასწავლებლის
მიზეზიცაა - დავალებების მიცემის დროს არ არის გათვალისწინებული მოსწავლეთა შესაძლებლობები.
საკითხი მეორე - გამოკითხვები არანაკლებ ინფორმაციას
იძლევა იმის შესახებ, რომ რამდენად მზად არიან მოსწავლეები მეტი დრო დაუთმონ საშინაო
დავალებას, სურვილი 60-90წთ მოანდომოს საშინაო დავალების შესრულებას აქვს მხოლოდ მოსწავლეთა
10% - მონაცემები ნამდვილად დასაფიქრებელია,
რადგან დღეში მოსწავლეებს აქვთ სამ-ოთხ საგანში
დავალება შესასრულებელი და ამ დროის გათვალისწინებით მთელი დღე სჭირდება დავალების
შესრულებას. 45-60 წთ ანდომებს მოსწავლეთა
40%. ხოლო დანარჩენი 50% თვლის რომ საშინაო დავალების შესასრულებლად სჭირდება
45-60წთ.
საკითხი მესამე - დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისათვის
უმნიშვნელოვანესია განწყობის შექმნა. კითხვარის
შედეგმა აჩვენა, რომ მოსწავლეთა 28 % ხალისით
ასრულებს საშინაო დავალებას. 15 % მიიჩნევს, რომ საშინაო დავალება ხანდახან არის ხალისიანად
შესასრულებელი, ხოლო 57 % - იშვიათად სახალისოა, რადგან საშინაო დავალება არ არის მისთვის
საინტერესო.
საკითხი მეოთხე - კითხვაზე თუ „რამდენად რთულია მასწავლებლის მიერ მიცემული
დავალება“ მივიღე შედეგი, რომ მოსწავლეთა
12% მიიჩნევს საშინაო დავალებას ძალიან რთულად. 38% აღიარებს რომ დავალება საშუალო
სირთულისაა, ხოლო 50% მიიჩნევს, რომ დავალება არ არის შესასრულებლად რთული.
საკითხი მეხუთე - „რა ტიპის დავალება დაგაინტერესებდა“
- ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო პასუხების გაგება. აღმოვაჩინე, რომ მოსწავლეთა უმეტეს
ნაწილს - 63% მოსწონს ტესტური დავალება, ვფიქრობ იმიტომ რომ გაცილებით მარტივი შესასრულებელია
(სავარაუდო პასუხების გამო). 30% მოსწონს კითხვა-პასუხის ტიპის დავალება. 7%-ს მოსწონს
მაღალ სააზროვნო უნარებზე გათვლილი დავალება -თავისუფალი თემა.
მშობელთა ანკეტირებამ სულ სხვა შედეგი დამანახა. რომ
მშობლების 75% უწევს დახმარებას საშინაო დავალების შესრულებაში. 80% მიიჩნევს, რომ
დავალების მოცულობა უნდა იყოს საშუალო ზომის, ხოლო 100% მიაჩნია რომ საშინაო დავალება
აუცილებელი აქტივობაა.
ანკეტირებიდან ერთი თვის შემდეგ შემოწმებულმა საშინაო
დავალების რვეულებმა მომცა ასეთი შედეგი:
დავალება შესრულებულია სრულყოფილად ინსტრუქციის შესაბამისად
|
უმრავლეს შემთხვევაში დავალება არ არის შესრულებული
ინსტრუქციის შესაბამისად
|
რამდენიმეჯერ აქვს დავალება შესრულებული
|
35%
|
50%
|
15%
|
გამოიკვეთა რამდენიმე ძირითადი პრობლემა: დავალების
მოცულობა, სირთულე, დროის არაეფექტური გამოყენება.
ინტერვენციის სახით დავგეგმეთ პრობლემის აღმოფხვრის
მიზნით მოსწავლეებისათვის მიმეცა შემდეგი ტიპის დავალებები:
1.
დავალება
იყოს მცირე მოცულობის;
2.
ინსტრუქციები
იყოს მკაფიო და გასაგები;
3.
მოვახდინო
მოსწავლეთა წახალისება შესრულებული დავალების მიხედვით.
4.
დავეხმარო
საჭირო დროის გადანაწილებაში.
ჩემს მიერ შემუშავებული სტრატეგიის შემდეგ ვაკვირდებოდი
დავალების შესრულების ხარისხს და რაოდენობას. მოსწავლეთა ხელმეორედ გამოკითხვის შემდეგ
მივიღე ასეთი შედეგი
დავალების შესრულება
|
პროცენტული მაჩვენებელი
|
დავალება შესრულებულია სრულყოფილად ინსტრუქციის შესაბამისად
|
38%
|
უმრავლეს შემთხვევაში დავალება არ არის შესრულებული
ინსტრუქციის შესაბამისად
|
51%
|
რამდენიმეჯერ აქვს დავალება შესრულებული
|
11%
|
ჩემს მიერ შემუშავებული სტრატეგია არ აღმოჩნდა საკმარისი.
დამანახა ის, რომ მოსწავლეთა 11% -ში მოხვდა სხვადასხვა მოსწავლეები, ყოველივე ამან
კი მიმანიშნა, რომ საჭიროა მაშტაბური კვლევის ჩატარება.
ინტერვენციამ გამოკვეთა:
1.
საშინაო
დავალების შესრულების ხარისხის ზრდა შესაძლებელია;
2.
პრევენციულმა
ზომებმა გაამართლა, თუმცა საჭიროებს დახვეწას, რათა არ მოხდეს პროგრესის შეჩერება;
უკეთესი შედეგის მიღწევის მიზნით შევაგროვე მონაცემები
შემდეგი მიმართულებით:
დაწყებითი კლასების პედაგოგებს ვთხოვე ეწარმოებინათ
ერთი თვის (კვირეების მიხედვით) ჩასანიშნ ცხრილში ასახული მონაცემები:
საშინაო დავალება
|
დავალებას ასრულებს
|
დამატებითი მითითებები და დრო სჭირდება
|
არ ითვალისწინებს მითითებებს
|
საერთოს არ ასრულებს
|
I კვირა
|
35%
|
30%
|
18%
|
17%
|
II კვირა
|
37%
|
29%
|
19%
|
15%
|
III კვირა
|
38%
|
27%
|
23%
|
12%
|
IVკვირა
|
40%
|
28%
|
22%
|
10%
|
აღნიშნულ ცხრილში მოცემულმა პროცენტულმა მაჩვენებლებმა
დამანახა, რომ თუ მუდმივად აკონტროლებ დავალების შესრულების ხარისხს მაშინ პროგრესი
გარანტირებულია, ხოლო მუდმივი უკუკავშირი კი გაძლევს იმის საშუალებას
რომ სტაბილურად მიმდინარეობდეს ხარისხის ზრდა.
თავი VI
პრაქტიკული კვლევის მნიშვნელობა და სკოლაში მისი მიზნობრივად
გამოყენება
კვლევა
არის ახალი აღმოჩენილი პრობლემის გადაჭრის გზების ძიება: დაკვირვების, მონიტორინგის,
კითხვარების, ინტერვიუს, ინტერვენციასა პრევენციებზე დაყრდნობით, რომელიც დოკუმენტურად
ფორმდება კვლევის ანგარიშის, პროექტის და სტატიის სახით.
მასწავლებელი
მუდამ უნდა იყოს დამკვირვებლის როლში, ამოსავალი წერტილი უნდა იყოს მოსწავლის სწავლა-სწავლების
ხარისხის გაუმჯობესება. კვლევა კი ხელს უწყობს საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწას,
რომელსაც აქტიურად გამოიყენებს სამომავლო პროფესიულ აქტივობებში.
მიმაჩნია,
რომ მასწავლებელი პედაგოგიურ კვლევას უნდა აწარმოებდეს არამარტო წამოჭრილი სიძნელეების
დროს არამედ ახალი იდეებისა და ინოვაციების გამოსაცდელად. მასწავლებელმა უნდა შეძლოს
წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება, გადაჭრის გზების ძიება, ახალი სტრატეგიების პრაქტიკაში
დანერგვა.
ამრიგად
პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა - არის პედაგოგების მიერ ერთ სამიზნე ჯგუფზე დაყრდნობით
პრობლემის გადაჭრის გზების ძიებით სკოლის საქმიანობის სწავლა-სწავლებისა და მოსწავლეთა
აკადემიური მიღწევების შესახებ.
საშინაო
დავალების პრობლემის კვლევამ და იდენტიფიცირებამ დამაინტერესა გამეგო როგორი მიდგომებია
სხვადასხვა ქვეყნებში ამ მიმართულებით. აშშ საგანმანათლებლო ასოციაციას მიაჩნია, რომ
პირველ კლასში მოსწავლე მეცადინეობას უნდა უთმობდეს 10 წთ. მეორე კლასში 20წთ, მესამე
და მეოთხე კლასებში 30 წთ.
ზოგიერთ
ქვეყანაში საშინაო დავალებებს იმ მოსწავლეებს აძლევენ, რომლებიც ამას ყველაზე მეტად
საჭიროებენ, სხვა ქვეყნებში ბავშვებს საშინაო დავალება დამატებითი ვარჯიშისათვის ეძლევათ.
ამის გამო კვლევები საშინაო დავალების ეფექტურობის შესახებ შერეულ შედეგებს გვაწვდის.
(Cooper, Robinson & Patall, 2006; Trautwein,
2007)
მკვლევარების
აზრით, საშინაო დავალების ეფექტურობა დამოკიდებულია მოსწავლეების ასაკზე, რასაც პირადი
გამოცდილებიდან გამომდინარე ვიზიარებ. ასაკის მატებასთან ერთად იზრდება ყურადღების
კონცენტრაციისა და დამოუკიდებლად სწავლის უნარი და საშინაო დავალების ეფექტურობა მოსწავლეებში
მატულობს. ამიტომ ვთვლი, რომ მასწავლებლის
მიერ შეფასების სიხშირე და სწავლების ფორმატი სასკოლო პედაგოგიკის მნიშვნელოვან ინდიკატორს
წარმოადგენს.
მიუხედავად
იმისა რომ მშობელთა ანკეტირებისას მაჩვენებელი საშინაო დავალების შესრულების აუცილებლობაზე
იყო 100%-იანი, მაინც გამოიკვეთა მშობელთა მხრიდან რჩევები: დავალების მოცულობა ყოფილიყო
ზომიერი, სახალისო, საინტერესო, დამაინტრიგებელი, ჰქონოდათ დავალებებში არჩევანის უფლება, შეძლებოდათ დავალების მრავალფეროვნად შესრულება
(ხატვით, გაფერადებით, სქემებით, ცხრილებით)
თუნდაც ჰქონდეთ დავალების შესასრულებელი ფორმატის არჩევის უფლება.
ამ მითითებებისა
და რჩევების გათვალისწინებით დავიწყე პრევენციული
აქტივობების დამუშავება და დანერგვა. სამიზნე ჯგუფად გათვალისწინებული მყავდა მესამე
კლასი. გავითვალისწინე მოსწავლეთა ასაკი, კვლევების შედეგად მიღებული შედეგები (რამდენ
დროს უთმობს დავალების შესრულებას) და შევამცირე დავალების მოცულობა. მივიღე კარგი
შედეგი რაშიც ვრწმუნდებოდი სადიაგნოსტიკო ტესტების შეფასებისას (ვაწარმოებდი ყოველი
თვის დასაწყისში) .
გავითვალისწინე
მოსწავლეთა ინტერესები და შევეცადე დავალება ყოფილიყო მრავალფეროვანი, ვაძლევდი მიცემული
დავალებებიდან არჩევის უფლებას. მოსწავლეები უფრო ხალისით და ხარისხიანად ასრულებდნენ
საშინაო დავალებებს. კარგი შედეგი გამოიღო დავალების შესასრულებელი ფორმატის არჩევანმა.
მაგრამ ასეთმა მიდგომამ დაბლა დაწია კალიგრაფიის ხარისხის მაჩვენებელი, მაგრამ სკოლაში
დანერგილმა და მწიგნობარის კონკურსებმა კალიგრაფიაში, რაც ლამაზად და სწორად წერის
კულტურას ემსახურება აამაღლა მოტივაცია მოსწავლეებში და ნელ-ნელა ხარისხის მაჩვენებელმაც
ზრდა დაიწყო.
ზემოთ
აღნიშნულიდან გამომდინარე ვაფასებდი დეტალურად ყველა მოსწავლის საშინაო დავალებას,
რისთვისაც შემუშავებული მქონდა შეფასების კრიტერიუმები. კომენტარის სახით მივანიშნებდი
შესრულებული დავალების ძლიერ და სუსტ მხარეს. შეფასებაში ჩართული იყვნენ მოსწავლეებიც
( აფასებდნენ ერთმანეთ - პრეზენტაცია, კალიგრაფიას, შესრულებული დავალების სირთულესაც),
რამაც მნიშვნელოვნად შეცვალა მოსწავლეთა მიდგომები საშინაო დავალებების მიმართ, გახდნენ
უფრო მოტივირებული, ხარისხზე ორიენტირებული, პასუხისმგებლიანი და სირთულეების მოყვარულნი.
პრევენციული
ზომების მიღების შემდეგ, ჩატარებული აქტივობებით კმაყოფილება გამოხატეს მშობლებმა.
აღნიშნეს რომ შვილები ცდილობენ დამოუკიდებლად და ხარისხიანად შეასრულონ დავალებები,
დავალების შესასრულებლად დასჭირდათ ნაკლები დრო (რადგან დავალება იყო საინტერესო, სახალისო,
არჩევანის შესაძლებლობის და დამაინტრიგებელი)
და დარჩათ შედარებით მეტი თავისუფალი დრო.
თავი VII
აქტივობები
|
ოქტომბერი
|
ნოემბერი
|
დეკემბერი
|
იანვარი
|
თებერვალი
|
პრობლემის
იდენტიფიცირება
|
X
|
||||
კვლევის
გეგმის შემუშავება
|
X
|
||||
კითხვარების
შედგენა
|
X
|
||||
მშობლების
მიერ კითხვარის შევსება
|
X
|
||||
კითხვარის
ანალიზი
|
X
|
||||
მასწავლებლების
მიერ კითხვარის შევსება
|
X
|
||||
კითხვარის
ანალიზი
|
X
|
||||
მოსწავლეთა
ანკეტირება
|
X
|
||||
მონაცემთა
ანალიზი
|
X
|
||||
ინტერვენციების
დაგეგმვა
|
X
|
||||
ინტერვენციების
განხორციელება,
|
X
|
||||
დ
ა
კ
ვ
ი
რ
ვ
ე
ბ
ა
|
X
|
X
|
X
|
||
ინტერვენციების
შედეგების ანალიზი
|
X
|
მ ი გ ნ ე ბ ე ბ ი
მონაცემთა ანალიზზე დაყრდნობით საშინაო დავალების ხარისხი
და დადებითი შედეგი მაშინ გახდება თვალსაჩინო თუ მოსწავლე ახალი გაკვეთილისადმი უფრო
მეტი ინტერესითა და ყურადღებით იქნება განწყობილი.
გამოიკვეთა რამდენიმე მნიშვნელოვანი მიგნება საშინაო
დავალების შერჩევისა და შეფასების დროს:
Ø
საშინაო
დავალების მიღწევადობა და დოზირება:
·
საშინაო
დავალება არის დიდი მოცულობის და აღემატება
მოსწავლის შესაძლებლობებს;
·
მოსწავლისათვის
მიცემული დავალება მოითხოვს მეტ დროსა და ენერგიას.
Ø
მოსწავლეთა
ინტერესების გაუთვალისწინებლობა:
·
მოსწავლისათვის
მიცემული დავალება ერთფეროვანი და უინტერესოა;
·
მოსწავლეს
არ აქვს არჩევანის თავისუფლება;
·
არ არის
გათვალისწინებულის საშინაო დავალების წარდგენის
სასურველი ფორმა და ტიპი;
Ø
არასრულფასოვანი
კონსტრუქციული უკუკავშირი;
Ø
შესასრულებელი
დავალებების მკაფიო ინსტრუქციის არ ქონა;
·
მოსწავლეს
არ აქვს მკაფიო ინსტრუქცია/ცოდნა შესასრულებელ დავალებაზე, ნაკლებია მშობელთა ჩართულობა
Ø
გამოცდილების
გაზიარების ნაკლებობა კოლეგებისაგან;
რეკომენდაციები:
Ø
საშინაო
დავალების მიღწევადობა და დოზირება:
მასწავლებელმა საშინაო დავალების შერჩევის დროს გაითვალისწინოს
მოსწავლის შესაძლებლობები და მისცეს საშუალო მოცულობის დავალება, რომლის შესრულებაზეც
მოსწავლე დახარჯავს ნაკლებ დროსა და ენერგიას რათა ეს პროცესი არ დაემსგავსოს დასჯას.
Ø
მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინება;
საშინაო დავალების ხარისხის ასამაღლებლად დავალება უნდა
იყოს მოსწავლისათვის მრავალფეროვანი და საინტერესო, მას ჰქონდეს დავალებებში არჩევანის
თავისუფლება, დავალების წარდგენის სასურველი ფორმა და ტიპი (კითხვა-პასუხი, ჩანახატი,
ელექტრონული ვერსია, პრეზენტაცია, სქემა, ცხრილი,)
Ø
სრულფასოვანი
კონსტრუქციული უკუკავშირი:
საშინაო დავალების შესრულების დროს მიმდინარეობდეს მუდმივი
უკუკავშირი, მოხდეს ძლიერი და სუსტი მხარეების გამოკვეთა და რეკომენდაციების მიცემა
ხარვეზების დასაძლევად. დავალება ასევე შეფასდეს წინასწარ შემუშავებული და მოსწავლისათვის
ცნობილი კრიტერიუმების მიხედვით. ამის გათვალისწინებით მოსწავლე შეეცდება გამოასწოროს
საშინაო დავალების შესრულების ხარისხი.
Ø
ყველა
დავალებას ახლდეს მკაფიო ინსტრუქცია
დავალებებზე მკაფიო ინსტრუქციის მიცემა მოსწავლეს წაახალისებს
დავალების შესრულებას, მშობელიც დამკვირვებლის როლს კარგად მოირგებს და დარწმუნდება
დავალების სისწორეში. ინსტრუქციის მკაფიოობა გამოიწვევს დავალების ხარისხის გაუმჯობესებას,
მოტივაციისა და მოსწავლეთა თვითშეფასების ამაღლებას.
Ø
კოლეგებთან
გამოცდილების პერიოდული გაზიარება
მნიშვნელოვანია კოლეგების აზრისა და გამოცდილების გაზიარება,
რათა ვეძიო ახალი გზები პრობლემის გადასაჭრელად და დავნერგო გამოცდილი და შედეგზე ორიენტირებული
სტრატეგია.
პრაქტიკული კვლევის ხარვეზები
Ø
ლიტერატურის სიმცირე;
კვლევის
უკეთესად წარმართვისათვის სასურველი იყო უფრო მეტი ლიტარატურის გამოყენება;
Ø
მონიტორინგის არასისტემატიურობა;
სისტემატიური
მონიტორინგი საშუალებას მომცემდა უკეთესად
დამენახა ინტერვენციის დადებითი და უარყოფითი მხარეები, რაც დამეხმარებოდა ახალი გზების
ძიებაში.
Ø
პრობლემის
მაშტაბურობის გამო მხოლოდ წერითი დავალებების განხილვა;
კვლევის პროცესში თავი იჩინა, რომ პრობლემა უფრო მეტი
იყო წერით შესასრულებელ ვიდრე ზეპირ დავალებაში.
ამიტომ კვლევა ვაწარმოე წერითი დავალების ხარისხის გაუმჯობესებაზე. მომავლისთვის გავითვალისწინებ
ამ ხარვეზებს.
დ ა ს კ ვ ნ ა
1.
საშინაო
დავალების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭიროა კლასის საჭიროების მუდმივი კვლევა
- კითხვარებით, მონიტორინგით, ტესტირებით, ანკეტირებით;
2.
მრავალფეროვანი,
სახალისო და საინტერესო დავალებები, რომლებიც
დადებითად აისახება საშინაო დავალების შესრულების
ხარისხზე.
3.
არჩევანის
თავისუფლება - მნიშვნელოვანია მოსწავლემ თავად გააკეთოს არჩევანი, როგორი ტიპის დავალება
შეასრულოს (ტესტური, კითხვა-პასუხი, სქემა, ცხრილი, საშინაო დავალების შესრულების ფორმატი
და ა. შ) რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითშეფასებას.
4.
საშინაო
დავალების მიზანი და მოცულობა - მოსწავლის დავალება უნდა იყოს საშუალო მოცულობის, რათა
მოსწავლემ არ დახარჯოს ბევრი დრო და მიაღწიოს დასახულ მიზანს (დავალების მოცულობა არ
უნდა ასოცირდებოდეს დასჯასთან)
5.
მასწავლებლის
მხრიდან მუდმივი უკუკავშირი ხელს უწყობს ხარისხიანი მუშაობის პროცესს (შეფასება უნდა
მოხდეს როგორც დადებით მხარეზე ასევე ხარვეზებზე).
ბიბლიოგრაფია
1.
Early Childhood Faculty Seminar: Learning Through
Play-a university-level course outline designed for use by early childhood
education faculty.
2.
Early Childhood Faculty Seminar: School and Family
Partnerships – a university-level course outline designed for use by early
childhood education faculty.
3.
Helman, L.A., Burns, M.K. (2008). What Does Oral
Language Have to Do With lt? Helping Young English-language Learners Acquire a
Sight Word Vocabulary. The Reading Teacher, 62(1), pp. 14-19. International
reading Association.
რ ე ფ ლ ე ქ ს ი ა
2018-2019
სასწავლო წლისთვის დავგეგმე პედაგოგიური პრაქტიკის კვლევა თემაზე: „საშინაო დავალების შესრულების პრობლემა დაწყებით
კლასებში“. დაგეგმილი კვლევის განსახორციელებლად დავიწყე მონაცემთა შეგროვება,
შევქმენი კითხვარები: მოსწავლეებისთვის, მშობლებისთვის და მასწავლებლებისთვის. მიღებული
შედეგები განვიხილე კოლეგებთან. მათგან უკუკავშირის, გამოცდილების გაზიარებამ გამიადვილა
რეკომენდაციების შემუშავება, თუმცა ყველა მიმართულებით ვერ მოვახერხე მუშაობა. არ მქონდა
პრაქტიკული გამოცდილება და საკვლევი თემაც იყო მაშტაბური მაგ: საშინაო დავალებების
დახარისხება სირთულის მიხედვით, სასურველი იქნებოდა გამეთვალისწინებინა მოსწავლეთა
სოციალური მდგომარეობა ( არ ვიყავი ინფორმირებული მათი სახლში სამუშაო სივრცის არსებობის
შესახებ), გამოკითხვისას მშობელთა ნაკლები გულახდილობა, თუმცა კითხვარმა ცხადყო რომ
ისინი მეტნაკლებად ჩართული არიან საშინაო დავალების შესრულებაში. მიუხედავად ამისა აღნიშნულ კვლევაში გამოიკვეთა საკითხები,
რაც მნიშვნელოვნად მიიჩნიეს კოლეგებმაც: 1. მშობელთა ჩართულობა დავალების შესრულების
დროს; 2. დავალებების სიმარტივე და მოცულობა; 3. დავალებათა მრავალფეროვნება. 4. არჩევანის
თავისუფლება.
ყოველივე
აღნიშნულმა გამოკვეთა კვლევის გაგრძელების
აუცილებლობა. კვლევის დროს დაგეგმილმა ინტერვენციებმა და რეკომენდაციებმა აშკარად შეცვალა
არსებული მონაცემები:
1.
საშინაო
დავალების მიღწევადობა და დოზირება;
2.
მოსწავლეთა
ინტერესების გათვალისწინება;
3.
სრულფასოვანი
კონსტრუქციული უკუკავშირი;
4.
ყველა
დავალებას ახლდეს მკაფიო ინსტრუქცია;
5.
კოლეგებთან
გამოცდილების პერიოდული გაზიარება.
დასკვნა რომელიც მონაცემთა ანალიზის საფუძველზე გამოვიტანე
შემდეგია:
1.
საშინაო
დავალების ხარისხის გაუმჯობესებისათვის საჭიროა კლასის საჭიროების მუდმივი კვლევა
- კითხვარებით, მონიტორინგით, ტესტირებით, ანკეტირებით;
2.
მრავალფეროვანი,
სახალისო და საინტერესო დავალებები, რომლებიც
დადებითად აისახება საშინაო დავალების შესრულების
ხარისხზე.
3.
არჩევანის
თავისუფლება - მნიშვნელოვანია მოსწავლემ თავად გააკეთოს არჩევანი, როგორი ტიპის დავალება
შეასრულოს (ტესტური, კითხვა-პასუხი, სქემა, ცხრილი, საშინაო დავალების შესრულების ფორმატი
და ა. შ) რაც ზრდის მოსწავლეთა მოტივაციასა და თვითშეფასებას.
4.
საშინაო
დავალების მიზანი და მოცულობა - მოსწავლის დავალება უნდა იყოს საშუალო მოცულობის, რათა
მოსწავლემ არ დახარჯოს ბევრი დრო და მიაღწიოს დასახულ მიზანს (დავალების მოცულობა არ
უნდა ასოცირდებოდეს დასჯასთან)
5.
მასწავლებლის
მხრიდან მუდმივი უკუკავშირი ხელს უწყობს ხარისხიანი მუშაობის პროცესს (შეფასება უნდა
მოხდეს როგორც დადებით მხარეზე ასევე ხარვეზებზე).
გამოყენებული ლიტერატურა, რომელიც ამ საკითხთან დაკავშირებით
შევისწავლე, საჭირო და სასარგებლო ინფორმაციას იძლეოდა, როგორც საქართველოს ასევე მოწინავე
ქვეყნების გამოცდილების შესახებ, თუმცა ვფიქრობ არ იყო საკმარისი კვლევის საწარმოებლად.
ასევე დამეხმარა სხვა კოლეგების მიერ წარმოებული კვლევები აღნიშნულ თემებზე. პრევენციის
მიზნით განხორციელებული აქტივობები ლიტერატურიდან მიზნობრივად შერჩეული, კოლეგებიდან
მოწოდებული და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით შევარჩიე, დავგეგმე და გამოვიყენე. დაკვირვების
შედეგებმა დამარწმუნა, რომ შერჩეული სტრატეგია იყო სწორი და შეუწყობდა ხელს არსებული
პრობლემის მოგვარებას.
კვლევამ დიდი გამოცდილება შემძინა სწავლების პროცესში
დავაკვირდე, აღმოვაჩინო და შევისწავლო პრობლემური საკითხი. ვიყო დეტალებზე ორიენტირებული,
ვეძიო და დავნერგო პრობლემის მარტივად გადაჭრის გზები, შევძელი მოსწავლეებში მოტივაციის
ამაღლება, ინტერესისა და პასუხისმგებლობის გაღრმავება, დამოუკიდებლად მუშაობის უნარ-ჩვევების
გამომუშავება, დავრწმუნდი ჩემი კოლეგების პროფესიონალიზმში, რასაც მომავალშიც აუცილებლად გავითვალისწინებ. პედაგოგიური
პრაქტიკის კვლევა არის პროფესიული სიტუაციების სისტემატიური კვლევა, ჩატარებული მასწავლებლის
მიერ საკუთარი პროფესიონალიზმის დახვეწის, სასწავლო პროცესის და მოსწავლეთა შედეგების
გაუმჯობესების მიზნით.
დანართი N1
ანკეტა
დაწყებითი საფეხურის მოსწავლისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საშინაო დავალების ხარისხიანად შესრულების პრობლემის
გასაუმჯობესებლად. თქვენი როგორც მოსწავლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის
წარმატებისათვის. ინფორმაცია ანონიმურია, შეგიძლიათ სახელი და გვარი არ მიუთითოთ.
1.
უნდა ასრულებდე თუ არა საშინაო დავალებას?
ა) არ ვიცი; ბ) არ არის საჭირო; გ) აუცილებლად.
2.
რამდენ დროს
უთმობთ დავალების შესრულებას?
ა)
20-30 წთ; ბ) 45-60 წთ; გ) 60-90 წთ.
3.
რამდენად ხალისიანად ასრულებ საშინაო დავალებას?
ა) ხანდახან; ბ) იშვიათად; გ) მუდმივად.
4.
რამდენად რთულია მასწავლებლის მიერ მოცემული დავალებები?
ა) საშუალოდ; გ) არა; დ) ძალიან რთულია.
5.
რა ტიპის დავალება დაგაინტერესებდა?
ა) თავისუფალი
თემა; ბ) კითხვა-პასუხი; გ) ტესტური
6.
მჭირდება დახმარება საშინაო დავალების შესრულების დროს?
ა) მუდმივად; ბ) არა;
გ) გააჩნია დავალების სირთულეს.
დანართი N2
ანკეტა
დაწყებითი საფეხურის მოსწავლეების მშობლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საშინაო დავალების ხარისხიანად შესრულების პრობლემის
გასაუმჯობესებლად. თქვენი როგორც მშობლის მონაწილეობა ძალიან მნიშვნელოვანია კვლევის
წარმატებისათვის. ინფორმაცია ანონიმურია, შეგიძლიათ სახელი და გვარი არ მიუთითოთ.
1.
უყვარს თქვენს შვილს საშინაო დავალების შესრულება?
ა) უყვარს, ბ) გააჩნია საგანს; გ) არ უყვარს.
2.
ეხმარებით თუ არა თქვენს შვილს საშინაო დავალების შესრულებაში?
ა) ყოველთვის; ბ) იშვიათად; გ) არა
3.
უმოწმებთ თქვენს შვილს შესრულებულ დავალებას?
ა) იშვიათად; ბ) ყოველთვის; გ) არა
4.
როგორ ფიქრობთ რა მოცულობის უნდა იყოს საშინაო დავალება?
ა) საშუალო
მოცულობის; ბ) მცირე;
5.
სავალდებულოა
თუ არა საშინაო დავალების შესრულება?
ა) სავალდებულოა; ბ) არ არის სავალდებულო;
დანართი N
ანკეტა
დაწყებითი საფეხურის მასწავლებლებისათვის
მოგესალმებით!
ვატარებ პრაქტიკულ კვლევას საშინაო დავალების ხარისხიანად შესრულების პრობლემის
გასაუმჯობესებლად. თქვენი როგორც დაწყებითი კლასების მასწავლებლის მონაწილეობა ძალიან
მნიშვნელოვანია კვლევის წარმატებისათვის. ინფორმაცია ანონიმურია, შეგიძლიათ სახელი
და გვარი არ მიუთითოთ.
1.
როგორია საშინაო დავალების შესრულების ხარისხი თქვენს
კლასებში?
ა) დაბალი; ბ) საშუალო; გ) მაღალი.
2.
ხარ თუ არა ინფორმირებული საშინაო დავალება დახმარების
გარეშე შესრულდა თუ არა?
ა) მიჭირს
დადგენა; ბ) დიახ; გ) არა.
3.
რა ტიპის დავალებები გამოასწორებს საშინაო დავალების
შესრულების ხარისხს?
ა) ინტერესებიდან
გამომდინარე;
ბ) შესაძლებლობების
მიხედვით;
გ) მრავალფეროვანი
გ) მრავალფეროვანი