Friday, July 10, 2015

კურსის რეფლექსია

ცხრა დღის განმავლობაში გავიგე და ვისწავლე ძალიან ბევრი რამ პროექტებით სწავლების შესახებ, დავრწმუნდი რომ ასეთი მეთოდით სწავლება ხელს უწყობს ჯგუფურ მუშაობას,მოსწავლეებს უვითარებს კვლევა-ძიების, დამოუკიდებლად ჩანაწერებისა და მუშაობის უნარ-ჩვევებს, უღვიძებს პასუხისმგებლობის უნარს, ეჩვევა უფროსებთან ერთად მუშაობას. მატებს თავდაჯერებულობას, გამოცდილებას, იღრმავებს ცოდნას და გამოცდილებას, ინტერესს. უვითარებს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს, ინფორმაციის შეგროვებით შეძლებს სხვადასხვა თემების დაკავშირებას, დასკვნების და ანალიზის  გაკეთებას.
მომავალი სასწავლო წლიდან შევეცდები გავითვალისწინო მიღებული ცოდნა,  ჩემს მიერ შექმნილი პორტფოლიო  დავიხმარო  და გავაკეთო პროექტი.
   დიდი მადლობა ტრენერს -ნათია ცინცაძეს.

Thursday, July 9, 2015

9 ივლისი ტრენინგის მერვე დღე, ძალიან ნაყოფიერი იყო. ვისწავლე პროექტის ფასილიტაცია, მოსწავლეთა  დაჯგუფება კომპიუტერით და სხვადასხვა აქტივობებით, ჯგუფების შექმნა და გადაადგილება. კმაყოფილი ვარ დღევანდელი მუშაობით. 

Tuesday, June 30, 2015

მეექვსე დღე

30.06.2015 განვიხილეთ საშინაო დავალებები, ვისწავლეთ სავარაუდო ნიმუშის დაგეგმვა,21-ე საუკუნის უნარების გათვალისწინება.გავიხსენეთ და ვისწავლეთ პოვერპოინტის მრავალმხრივი გამოყენება სლაიდების შექმნის დროს.

Monday, June 29, 2015

29 ივნისს  მოვისმინეთ რამდენიმე პროექტის პრეზენტაცია, უკუკავშირი თუ როგორ ხდება, კომენტარის გაკეთება ნაშრომზე, საავტორო უფლებების დაცვა ინტერნეტიდან გადმოწერილ ინფორმაციაზე, ბიბლიოგრაფიის შექმნა, ხმების გადმოწერა , მოთავსება ვიდეო აუდიო  საქაღალდეშიო. საკმაოდ დატვირთული დრე იყო.

Wednesday, June 24, 2015

მეოთხე დღე

დღეს  შე ვისწავლეთ   მოსწავლეთა  საჭიროების  გამოსავლენი  ინსტრუმენტები. შეფასების სტრატეგიები,  შევქმენით ვენის დიაგრამა,  გონებრივი იერიშის რუკა.

Monday, June 22, 2015

მესამე დღე

ტრენინგი იყო ძალიან საინტერესო,  ვისწავლეთ სტანდარტების განსაზღვრა სასწავლო პროექტებში.
მიზნების შემუშავება
 მიმართულების მიმცემი საკვანძო შეკითხვების განხილვა და გონებრივი იერიში. 

Sunday, June 21, 2015

მეორე დღის რეფლექსია

19 ივნისს  დაიწყო  ტრენინგების კურსი, პირველ დღეს     გავიგე როგორ  ხდება პროექტებით სწავლება,  რა მიზანი აქვს  და რა შედეგზე გაგვიყვანს. ვისწავლეთ  გზამკვლევის გამოყენება, საინტერესო ადგილების მონიშვნა და შენახვა.
დღეს, 20 ივნისს,  ვისწავლეთ ბუკლეტების და გაზეთის გაკეთება, პუბლიკაციების გამოქვეყნება, ბლოგის შექმნა.